13:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 21:42:27, 906 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა

პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა. დაპირისპირება საპარლამენტო ტრიბუნაზე გიორგი შარაშიძის სიტყვას მოჰყვა, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატები რეპლიკებს აკეთებდნენ.

„უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ. პრემიერი, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციით პირველი პირი, თავად აღიარებს, რომ პარტიაში მეორე კაცია. სამარცხვინო თქვენკენ მოიკითხეთ, თქვენ არაფერი მოგემატებათ ამ გამოძახილებით, ისევ ისეთივე არჩილ გორდულაძე იქნებით.“ - თქვა შარაშიძემ ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდე.

"როცა გიორგი შარაშიძე გამოდიოდა სიტყვით, მან კიდევ ერთხელ შეახსენა [ქართულ ოცნებას] ის, რომ ისინი არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, ასევე ისინი არ იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მოჰყვა ჩვენს უკან მსხდომი დეპუტატების მხრიდან შეურაცხყოფა, გიგა ფარულავას მიმართ, რაზეც ფარულავამ უპასუხა, რომ არ შეიძლებოდა ეს და ამის შემდეგ უკვე მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება და პირველი ძალადობაზე გადავიდა დეპუტატი ირაკლი ხელაძე", - თქვა გახარიას პარტიის წევრმა, ვიკა ფილფანმა. 

"ქართული პცნების" პრემიერის თქმით აგენტურან საკუთარი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. 

პარლამენტში პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მათი განცხადებით, სასწრაფო დახმარება დასჭირდა მათ შორის დეპუტატ გიგა ფარულავას.

ფრაქციის კაბინეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები აცხადებენ, ყველა დეპუტატის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics