15:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 08:46:17, 384 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა

სამშაბათს, ჩინეთში სი ძინპინთან მოლაპარაკებებისთვის გამგზავრებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა. როდესაც რეპორტიორმა ჰკითხა, იყო თუ არა ასეთი „გაგება“ ორ ლიდერს შორის, ტრამპმა უპასუხა „არა“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. კრემლმა ადრე განაცხადა, რომ კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მთავარი პირობა დონეცკისა და ლუგანსკის მთელი რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა იყო.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორ ქვეყანას მიიჩნევს ზესახელმწიფოდ: აშშ-ს და ჩინეთს, რომლებთანაც ვაშინგტონს „ძალიან ძლიერი ურთიერთობა“ აქვს. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები „დედამიწაზე სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, ხოლო ჩინეთი მეორე ძლიერად ითვლება“. „ჩვენთან ახლოსაც კი არავინ მოდის. და ეს ჩანს, იქნება ეს ვენესუელა თუ ირანი“, - ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა არ გამორიცხა წელს რუსეთში ვიზიტი. „ეს შესაძლებელია“, - უპასუხა მან ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას. ტრამპმა ასევე თქვა, რომ „ყველაფერს გააკეთებს“, რათა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. თეთრი სახლის უფროსმა გამოთქვა რწმენა, რომ კრემლის მიერ დაწყებული ომი დასასრულს უახლოვდება. „ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics