|
2026-06-25 19:11:04, 321 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო. უკრაინის პრემიერ მინისტრის იულია სვირიდენკოს განცხადებით, ეს კრედიტი მოხმარდება თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალურ სფეროებს. სვირიდენკო ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად ესწრება უკრაინის აღდგენის კონფერენციას, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიმდინარეობს. თავდაპირველად გდანსკში ზელენსკი აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა მას ჯილდო ჩამოართვა, უკრაინული დელეგაცია გდანსკში პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. კონფერენციას არ ესწრება კაროლ ნავროცკი. შეხვედრას ორგანიზებას პრემიერი დონალდ ტუსკი უწევს. ფორუმი სწორედ მან გახსნა და იულია სვირიდენკოს ტრიბუნიდან მიესალმა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა. მათი გზავნილი ასეთი იყო — „უკრაინის მომავალი ევროპულ ოჯახშია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)