21:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 18:42:17, 257 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას

საქართველოს ბანკი  საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებისთვის პარტნიორ კომპანიებთან ერთად, სპეციალურ შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკი, Galleria Tbilisi-სთან ერთად მომხმარებლებს დამატებითი MR ქულების დაგროვების შესაძლებლობას აძლევს.

შეთავაზების ფარგლებში, 26-28 ივნისს, Galleria Tbilisi-ში შოპინგისას საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. (დაგროვებული ქულების მაქსიმალური ოდენობა 10 000 MR ქულაა)

აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკში და გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე.

შეთავაზება ვრცელდება Galleria Tbilisi-ში წარმოდგენილ არაერთ ბრენდზე, მათ შორის:
PATRIZIA PEPE, TWINSET, DKNY, PINKO, ATRIO, FURLA, TRUSSARDI, HOGAN, LION OF PORCHES, MARC O’POLO, DAN JOHN, HACKETT, LACOSTE, CALVIN CKEIN, GUESS, GANT, LEVI’S, LEE & WRANGLER, TOMMY HILFIGER, SAMSONITE, FACTORY, PEPE JEANS, ELENA MIRO, JUST CAVALLI, KARL LAGERFELD, BENE SHOES, MAYORAL, ORIGINAL MARINES, KID’S GALLERY, ESPACHO, DIESEL, MAGELLAN, THE NORTH FACE, TIMBERLAND, SUPERDRY, TOP SPORT, WOMEN’SECRET, ROBERTO BRAVO, ARTTIME, GMT, IZIPIZI, TRESOR, NICOLO SHOP, PENDANT, MAC, L’OCCITANE, ERBORIAN, SHARK/NINJA, JBL, MOBO, MANAMO HOME, SULAKAURI PUBLISHING, MINISO.

ინფორმაციისთვის, Galleria Tbilisi მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც პრემიუმ და საერთაშორისო ბრენდებს, კვების ობიექტებს, გასართობ სივრცეებსა და მრავალფეროვან მაღაზიებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ დაგროვებული MR ქულების გამოყენება მომხმარებლებს სხვადასხვა სარგებლის მისაღებად შეუძლიათ. მათ შორის, დაგროვებული MR ქულების PLUS ქულებში გადაცვლაა  შესაძლებელი. (1 MR = 3 PLUS ქულას.)

ასე რომ, თუ PLUS-ის დაბადების დღისთვის მეტი ქულის დაგროვება გსურთ, Galleria Tbilisi-ში შოპინგი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკრედიტო Amex ბარათი, ახლა მისი მიღება კიდევ უფრო მარტივია. საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, 30 ივნისის ჩათვლით, ციფრული საკრედიტო Amex ბარათის პირველი წლის საკომისიო 0₾-ია (ეფექტური ლარში 23.8%-დან).

ბარათის მიღება სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, რამდენიმე წამშია შესაძლებელი. დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics