09:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 16:02:36, 1850 ნახვა

ევროპის ამბები
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო

ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ჰორმუზის სრუტის დახურვაში. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, კვიპროსში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინისტრებმა განაცხადეს, რომ ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტის დახურვასთან დაკავშირებით მიუღებელია. საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს სანქციები ჰორმუზის სრუტის დახურვაში მონაწილე ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა სანქციების რეჟიმი გამოიყენა ნავიგაციის თავისუფლების წინააღმდეგ და ამას გააგრძელებს“, - განაცხადა მან.

„რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის განახლებას კოლოსალური შედეგები მოჰყვება; ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, - დასძინა კალასმა ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების გაცვლის კომენტირებისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის ჩაკეტა
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics