18:28 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 15:03:47, 763 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

„ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება, დაკავშირებადობა არ იწვევენ საქართველოს და გრჩება შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა არის ორგანიზებული მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო არ მიიწვიონ," - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოების პროცესზე საუბარს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მასში თავად კანდიდატი ქვეყნები იქნებიან ჩართული.

„გაფართოებაზე მსჯელობას მაშინ ექნება აზრი, თუ გაფართოების პროცესზე ჩვენ გვექნება რაიმე ზეგავლენა. ეს ასე არასდროს არ ყოფილა და ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული მიდგომები იცვლება. საინტერესო პროცესია თვალყურის სადევნებლად, თუმცა საბოლოო ჯამში როგორ ჩამოყალიბდება გაფართოების პროცესი, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართული, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, ვერც მხოლოდ ევროკავშირისთვის, ვერც მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ყოველთვის ორმხრივი პროცესი, ორი მხარის მონაწილეობას გულისხმობს, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, უბრალოდ აზრს მოკლებულია. თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად აზრიანია და შინაარსიანია ისეთი დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას არ იღებს მხარე, რომელიც არის უშუალოდ ამ პროცესის მონაწილე," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics