|
2026-06-10 13:11:21, 313 ნახვა
სამართალი
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
სასახლის ღობის საქმე - როგორც პირველებს უფლებადამცველები ეუბნებიან, დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე ჩაინიშნა. პირველ სხდომაზე 8 პირი, ხოლო მეორე სხდომაზე 6 ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან. უფრო კონკრეტულად, ერთ ეპიზოდზე საუბარია 8 პირზე: ალექსანდრე ხაბეიშვილზე, ბექა ქელეხსაშვილზე, გიორგი მუმლაძეზე, მამუკა ლაბუჩიძეზე, გურიელ ქარდავაზე, ავთანდილ სურმანიძესა და ვახტანგ ფიცხელაურზე. ხოლო მეორე ეპიზოდთან მიმართებაში, საპროცესო შეთანხმება ფორმდება შემდეგ 6 პირთან - გიორგი ქორქიასთან, გიორგი რურუასთან, ხვიჩა გოგოხიასთან, ლევან ჯიქიასთან, ლაშა ივანაძესთან და სერგო მეგრელიშვილთან. ესენი არიან: ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, დათო ღურწკაია, გენადი კელიხაშვილი, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ევა შაშიაშვილი. ეს უკანასკნელი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და საპატიმრო 2025 წლის 31 დეკემბერს დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)