11:15 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-06 21:08:04, 2649 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს

TV ფორმულას ინფორმაციით, გადაცემაში "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან" გასული საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს.

ტელეარხის ცნობით, როგავა საქართველოში არ იმყოფება, გამოკითხვა ონლაინ ფორმატში გაიმართება

დღეს გამოკითხვაზე ასევე  დაიბარეს ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილიც.

2024 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას, გურამ როგავას სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტმა მიიღო სახის ძვლებისა და მე-7 მალის მოტეხილობა.

 სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა როგავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, თავად ჟურნალისტი გამოძიების მასალებს „მაკულატურას“ უწოდებდა და აკრიტიკებდა პროცესის არაეფექტურობას.

 2026 წლის მარტში გურამ როგავა სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოში მედიაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობაზე ისაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics