|
2026-06-11 13:41:55, 2079 ნახვა
ეკონომიკა
საწვავის ფასების ზრდა, საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.3%-ით მოიმატა. ეროვნული ბანკის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა კვლავ მნიშვნელოვნად შეფერხებულია, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების შეზღუდვას იწვევს. შედეგად, საწვავის ფასების ზრდა, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება. რაც შეეხება შედარებით ხისტი ფასების საზომებს, ეროვნული ბანკის ცნობით, საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისში 3.5% შეადგინა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა. „მაისში, გასულ თვესთან შედარებით, საწვავის ფასებმა ზრდა განაგრძო. ბენზინი და დიზელი საშუალოდ, შესაბამისად, 6% და 9%-ით გაძვირდა, ხოლო ამ ორი პროდუქტის ჯამურმა წვლილმა თვის ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სეზონური ფაქტორების გამო წინა თვესთან შედარებით შემცირდა ყველისა და ბოსტნეულის ფასები. წლიურ ჭრილში ბენზინი და დიზელი, შესაბამისად, 26% და 48%-ით გაძვირდა, ხოლო, ჯამში, საწვავის გავლენამ ინფლაციაზე 1.3 პროცენტამდე მოიმატა. ინფლაციის მატებაზე სურსათი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა მისი წვლილი გასულ თვეებთან შედარებით შემცირებულია. მაისში სურსათის ინფლაციამ – 5.4%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 1.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს (0.5 პპ) და ძროხის ხორცს (0.5 პპ) ჰქონდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ელექტროენერგიის (0.5 პპ), ჯანდაცვის (0.4 პპ) და სიგარეტის (0.3 პპ) წვლილები. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად საბაზო ეფექტის გამო კარტოფილის წლიური გაიაფება მოქმედებდა (-0.4 პპ) ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, მათ შორის ტელევიზორის, მაცივრის, სარეცხი მანქანის გაიაფებამ ინფლაცია, ჯამში, 0.2 პპ-ით შეამცირა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში. რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციას, ეროვნული ბანკის ცნობით, მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.0 პროცენტი შეადგინა. „ადგილობრივ ინფლაციაზე ყველაზე მეტი გავლენა პურის, ხორცისა და ყველის ფასებს აქვს (ჯამში 3.1 პროცენტული პუნქტი). შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილები მოდიოდა ელექტროენერგიის გადასახადსა (1.8 პპ) და ოქროს ბეჭედზე (0.9 პპ). იმპორტირებულმა ინფლაციამ 5.8%-მდე მოიმატა და ამის მთავარი მიზეზი საწვავის (5.1 პპ) გაძვირებაა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)