|
2026-06-15 08:17:41, 5983 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ორშაბათს დილით, კიევზე რუსი ოკუპანტების მასშტაბური თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 25 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის (KCMA) უფროსი ტიმურ ტკაჩენკო, აცხადებს. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ადასტურებს 4 ადამიანის დაღუპვას. ადრე ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია 23 დაჭრილის შესახებ, მათ შორის ორსული ქალისა და ბავშვის. „განახლებული ინფორმაციის თანახმად, დილის 5:40 საათის მონაცემებით, კიევში 23 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა“. - თქვა ტკაჩენკომ. კიევის მერმა კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევზე მტრის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ქალაქის თითქმის ყველა რაიონში ნგრევა და ხანძარი დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების სამსახურები დაახლოებით 50 ადგილას მუშაობენ.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)