15:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 16:25:25, 8030 ნახვა

კულტურა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და ტრადიციულად ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით 10-12 ივლისს ბათუმი რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.

2026 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალი ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალს გახსნის მაილს დევისის ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბურნ ჯუნიორი ბენდთან M.E.B. (Miles Electric Band) ერთად. პროექტი ჯაზის ლეგენდის მუსიკალურ მემკვიდრეობას თანამედროვე ჟღერადობით აცოცხლებს და წარსულსა და თანამედროვეობას შორის უნიკალურ ხიდს ქმნის.

არტისტებს და მსმენელს ტრადიციულად ბათუმის კორტები უმასპინძლებს. 

10.07 | „მაილს დევისის ასწლეულის აღნიშვნა M.E.B. - Miles Electric Band-თან ერთად “THE MILES DAVIS CENTENNIAL CELEBRATION WITH THE MILES ELECTRIC BAND”.

11.07 | ამერიკელი R&B-ის ვარსკვლავი ერიკ ბენე (Eric Benét).

12.07 | თანამედროვე ფანკისა და ჯაზ-ფანკის ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი Ghost-Note.

ფესტივალის კლუბში Take 5 სამივე საღამოს ავთერ ფართებს 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი (Philip Lassiter) და მისი ბენდი გაუძღვებიან.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის ორგანიზატორია „ისთერნფრომოუშენსი“, ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, გენერალური სპონსორია Mastercard.

თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელები, ფესტივალის ბილეთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ tkt.ge-ზე. შეთავაზებით სარგებლობისთვის აირჩიეთ უკვე ფასდაკლებული ბილეთი. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ სადებეტო ბარათზე: TBC Concept MC World Elite.

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი „Jazz & Wine Kakheti“, ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics