19:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-08 09:42:39, 4676 ნახვა

რეგიონი
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს

დილის 8:30 საათის მონაცემებით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები 2005 საარჩევნო უბნიდან 1924-ში, დამუშავებული ბიულეტენების 95%.

ამ შედეგების მიხედვით, მოქმედი მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 50.07%-ით (689,675 ხმა).

პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ მეორე ადგილზეა 23.35%-ით (321,597 ხმა).

პარტიების ბლოკი „სომხეთი“ მესამე ადგილზეა 9.96%-ით (135,808 ხმა).

პარტია „აყვავებული სომხეთი“ მეოთხე ადგილზეა 3.99%-ით (54,900 ხმა).

მეხუთე ადგილზე მყოფ პარტიას „ერთობის ფრთები“ ამჟამად 2.28%-ს (31,465 ხმა) ფლობს.

თუ ცვლილებები არ მოხდება, ახალი პარლამენტი სამი პოლიტიკური ძალისგან შედგება: „სამოქალაქო კონტრაქტი“, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკი და „სომხეთის“ ბლოკი. „სამოქალაქო კონტრაქტის“ ბლოკმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ამის ზღვარზეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics