01:17 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 17:57:08, 321 ნახვა

საზოგადოება
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ j.p MORGAN-ისა და ევროპული კომერციული ბანკებისგან დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკვივალენტის ფინანსური რესურსი მოიზიდა უცხოურ ვალუტაში. თანხა ადგილობრივი კომპანიებისთვის ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მათ საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება; ამასთან, ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, გაამარტივონ სავაჭრო ოპერაციები და ბიზნესის გაფართოება დამატებითი რისკების გარეშე შეძლონ.

“ფინანსური რესურსის მოზიდვა მსოფლიოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისგან თიბისის მიმართ ნდობის დადასტურებაა. ამასთან ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას. ეს პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორს შევთავაზოთ უფრო მოქნილი და ფართომასშტაბიანი სავაჭრო დაფინანსების ინსტრუმენტები, გავაუმჯობესოთ არსებული სერვისები და მომხმარებლებს მათს საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ფინანსური გადაწყვეტები შევთავაზოთ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ 45%-იანი წილით ბაზრის ლიდერები ვართ და 1000-ზე მეტ კომპანიას ვეხმარებით ვაჭრობის დაფინანსებაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

„აზიის განვითარების ბანკისა და თიბისის გრძელვადიანი პარტნიორობა კარგად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ვაჭრობის დაფინანსებას ეფექტურად მოახდინოს ლიკვიდობის მობილიზება რეალური ეკონომიკის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გლობალურ და რეგიონულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ სავაჭრო ნაკადები, გავაფართოოთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომა და გავზარდოთ მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა განვითარებად ბაზრებზე”, - ჯან სუტკენი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის განყოფილების უფროსი.  

თიბისისა და აზიის განვითარების ბანკის პარტნიორობა 2011 წლიდან იწყება და მოიცავს როგორც ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას, ისე სხვადასხვა ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოში ფინანსური სექტორისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა, 200-ზე მეტი პარტნიორი ბანკის მეშვეობით უზრუნველყოფს გარანტიებსა და სესხებს. შედეგად, ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას და ბიზნესებისთვის ექსპორტ-იმპორტის შესაძლებლობების შექმნას. პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშეწყობაში როგორც საერთაშორისო, ისე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, შიდარეგიონულ დონეზე. 2009 წლიდან პროგრამის ფარგლებში 74 მილიარდ დოლარზე მეტის სავაჭრო დაფინანსება განხორციელდა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ სექტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად ზრდასა და რეგიონულ ინტეგრაციას.

აზიის განვითარების ბანკი წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics