17:39 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-21 10:19:51, 415 ნახვა

პოლიტიკა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მკურნალობის გეგმაზე - ელენე ხოშტარიას მანიპულაციები არაფერში სჭირდება,-ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გზავნილშია აღნიშნული, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

ამაღლობელის თქმით, ციხეში, „ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება”.

„იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია.

ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, მაგრამ არ გამოდის. ამ ახალი დაპატიმრებების, ძალადობის, გულგრილობის თუ ათასგვარი რეპრესიების ამბებს ვერ ვიღებ მშვიდად:

როგორი მოსასმენია ელენეს [ხოშტარია] ხელჯოხით სიარული, ან ის, რომ ხელში კალმის დაჭერა უჭირს. კარგია ადვოკატებმა რომ გაამახვილეს ყურადღება ელენეს ჯანმრთელობაზე.

აქ, ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მისი მკურნალობის გეგმაზე. თან ელენე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა თუ რაც სჭირდება, არამედ რაც ეკუთვნის იმასაც კი არ მოითხოვს აქ, ციხის პირობებში.

მანიპულაციები არაფერში სჭირდება.

მეც კი ვიცი, რომ ელენეც დაპატიმრებამდე ტკივილგამაყუჩებლებით იდგა ფეხზე. ციხეში რომ დამძიმდებოდა და გართულდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ყველაზე უკეთ რეჟიმმა იცის.

ელენეს მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ, ის ხომ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა.

არ მგონია ელენეს ვინმესგან, თუნდაც ჩემგან სჭირდებოდეს რამე გამამხნევებელი გზავნილი, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არის - მისგან ერთი გადაძახების მანძილზეა ქალი, ანუ მე, რომელსაც მის მსგავსად სჯერა და მის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“,- ნათქვამია ამაღლობელის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics