10:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 11:12:22, 955 ნახვა

ეკონომიკა
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება

19-20-21 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2026-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, წელსაც GTWT-ს მთავარი სპონსორია. გვჯერა, ვქმნით ინოვაციას - სწორედ, ამიტომ ვუჭერთ მხარს წამოწყებებს, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები იბადება.

200-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 10 ათასზე მეტი სტუმარი - ეს არის შეხვედრების, ლექციების, ვორქშოფების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ტექ პროფესიონალები.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექ პროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. 

ღონისძიების მასშტაბურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქტივობები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე ჩატარდება. 20 ივნისს კი, მთავარი ღონისძიება Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 5 სცენა და არაერთი საინტერესო ამბავი დაგხვდებათ.

Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights - ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც გლობალ ტექ ვიქენდის სცენებზე შეხვდებით. სპიკერებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან თიბისელები:

არჩილ ვარდიძე - თიბისის დიზაინის მთავარი ოფიცერი;
გიორგი კინწურაშვილი - ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი;
გუგა ბურდული - ციფრული ანალიტიკის ლიდერი;
ალექსანდრე შაფათავა - ეჯაილ ქოუჩი.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად, ისარგებლეთ
ბმულით - Global Tech Weekend | Tbilisi.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics