04:43 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-22 14:54:10, 58502 ნახვა

სპეციალური ანონსი
აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდები ერთობლივ  განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს, რომ ფონდებს დამატებითი დრო მიეცეთ, ფინანსური რესურსების მოსაძიებლად, გარდა ამისა ტვირთად დააწვება სახელმწიფოს, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე.

„იმ პირობებში, როდესაც ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს, ზრდის ჯარიმებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ფონდები ვაგრძელებთ დაზარალებული მოქალაქეების მხარდაჭერას.

თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში.

ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს გასაჩივრების პროცესში.

უფასო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომრები:

+995577070563;

032 2 052644;

+995599996953;

032 2 420737.

ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ ვითარებაში ზეწოლა ვრცელდება არა მხოლოდ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესსა და იმ პირებზეც, რომლებიც დაჯარიმებულების ფინანსურ დახმარებას ფონდების საშუალებით ცდილობენ.

გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, დაზარალებულთა დახმარების ფონდები, თავიანთი გაცხადებული მიზნების ფარგლებში, არსებული რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფენ ჯარიმების ანაზღაურებას.

პირველ რიგში ანაზღაურდება ის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და უკვე დადგენილია გადახდის საბოლოო ვადა.“ - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ფონდები:

"ფროსფერითი ჯორჯია"

"ნანუკას ფონდი"

"ერთმანეთისთვის"

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"

"საქართველოს უნივერსიტეტი"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics