|
2026-05-13 18:37:44, 379 ნახვა
პოლიტიკა
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
ივანიშვილის დეპუტატის, ფასებთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის თავმდჯომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია. "2025 წელს საკვებ პროდუქტებზე მაღალი ინფლაცია იყო. ჩვენი ინიციატივა იყო, შეგვესწავლა, ამ პროცესს რა იწვევს და გაძვირება რატომ მოხდა. პირველ რიგში, ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია [...] კომისიის დასკვნა ძალიან სიღრმისეული იყო. პირადად მე დიდ მიღწევად მიმაჩნია, რომ დიაგნოზი სწორად დავსვით [...] ძალიან მოხარული ვარ და მინდა, მადლობა ვუთხრა ქსელებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს, რომლებმაც საოჯახო კალათა შექმნეს - ამის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 15 საბაზისო პროდუქტზე მომხმარებლებს საუკეთესო ფასები შესთავაზეს. შევამოწმე და ისეთი საუკეთესო ფასები შესთავაზეს, აღფრთოვანებული დავრჩი. ეს ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა". - თქვა ბერეკაშვილმა ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 13 მაისს, ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. ივანიშვილის პარლამენტში სურსათის, წამლებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და 1-ელ მაისს საბოლოო დასკვნა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)