09:42 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-03 13:21:58, 4112 ნახვა

სპორტი
გულის გაჩერების შედეგად 41 წლის ასაკში ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა

ქართულ საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვეტერანი მოთამაშე გამოაკლდა — 41 წლის ასაკში ყოფილი თავდამსხმელი, ჯაბა დვალი გარდაიცვალა. - ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, ფეხბურთელმა ინფარქტი და გულის გაჩერება გადაიტანა 1 კვირის წინ და განმეორდა ამ დილით. "გერმანულ ჰოსპიტალში" სტენტი ჩაუდგეს და გაწერეს თუმცა შეტევა დღეს განმეორდა.

"უდიდესი გულისტკივილით უნდა გაცნობოთ, რომ 41 წლის ასაკში გარდაიცვალა წარსულში ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების წევრი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი...

ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს!" - წერს საფეხბურთო კლუბი.

: კარიერის განმავლობაში იცავდა ისეთი გუნდების ღირსებას, როგორებიცაა საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, თბილისის „დინამო“, ბოლნისის „სიონი“, რუსთავის „ოლიმპი“, მოლდოვური „დაჩია“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. 

არის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი. ითვლებოდა ევროთასებზე ქართული კლუბების ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლედ.  ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებშიც.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯაბა დვალი საფეხბურთო სტრუქტურაში დარჩა და სიცოცხლის ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის ჩაკეტა
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics