09:42 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 23:22:47, 2006 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების, იმპორტის აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ერთხმად, 72 ხმით იქნა მიღებული.

მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ) და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა ეს გათავისუფლება აქციზის გადასახადს არ ეხება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, ეს სიტუაცია მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლისთვის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ქონება უკვე სახელმწიფო საკუთრებაშია, სახელმწიფო ვალდებულია იმპორტისას გადაიხადოს აქციზის გადასახადი.

შედეგად, ირღვევა საგადასახადო სისტემის თანმიმდევრულობისა და ნეიტრალიტეტის პრინციპები. სახელმწიფო იძულებულია, საკუთარ აქტივებთან დაკავშირებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები აიღოს, რაც ეკონომიკურად აზრს მოკლებულია და დამატებითი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებას მოითხოვს“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა სახის საზღვაო გადაზიდვისთვის ჩაკეტა
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics