22:44 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-10 17:21:29, 257 ნახვა

საზოგადოება
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც „დინამო არენაზე“ 12 ივნისს გაიმართება, თბილისის მეტრო და გარკვეული მარშრუტის ავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან, - ამის შესახებ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონცერტის დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება.

  „12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილია ცნობილი ამერიკელი რეპერის კანიე უესტის კონცერტი, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და არა მხოლოდ საქართველოში. კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო, ასევე ის ავტობუსები, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობენ, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან გადაადგილება შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელების მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით შეიზღუდება. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ალტერნატიულ მარშრუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში თბილისის მერიის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში განთავსდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics