21:13 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 11:05:16, 375 ნახვა

მსოფლიო
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო

ოცდაორმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა, ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. „ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების მკვლელობის, გატაცების, დევნის, დაშინების ან სხვაგვარად თავდასხმის მცდელობები ძირს უთხრის ეროვნულ სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ნორმებს. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია ხუთშაბათს, 11 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

გერმანიამ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ბელგიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ბულგარეთმა, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, საფრანგეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, შვედეთმა და შეერთებულმა შტატებმა ასევე მოუწოდეს თეირანს, შეწყვიტოს თავდასხმები.

განცხადების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) და მისი საზღვარგარეთული შტოს, „ყუდსის ძალების“ დაზვერვის სამსახურები ირანელი დისიდენტების, ჟურნალისტებისა და ებრაული თემების წინააღმდეგ „სასიკვდილო შეთქმულებებსა და მავნე საქმიანობაში“ არიან ჩართულნი.

ქვეყნებმა თეირანი ევროპაში თავდასხმების კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, რომელიც ირანთან დაკავშირებულ ჯგუფ „ჰარაკათ აშაბ ალ-იამინ ალ-ისლამიას“ (რაც „მარჯვენა ხელის თანამგზავრების ისლამური მოძრაობა“) მიეწერება. მანამდე მან აიღო პასუხისმგებლობა ებრაულ თემებზე თავდასხმებსა და სინაგოგების ცეცხლის წაკიდებაზე დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics