|
2026-06-09 14:21:54, 371 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი: აშშ-თან პარტნიორობა გვინდა, მაგრამ არა რეჟიმის მეშვეობით
"ოპოზიციის ალიანსის" წევრების გიგი წერეთლის, გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჯაფარიძის ერთობლივი განცხადებით, დღეს საქართველოსთვის იშვიათად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი. მათი შეფასებით, რეგიონში რუსეთის გავლენა სუსტდება, იზრდება შეერთებული შტატების ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ, ხოლო ახალი სატრანზიტო და უსაფრთხოების პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, დასავლური სტრატეგიული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ისტორიულ მომენტში "ქართული ოცნება" ქვეყნის ეროვნული ინტერესების ნაცვლად საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. "დღეს საქართველოსთვის შექმნილია იშვიათად ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება: რეგიონში რუსეთის გავლენა სუსტდება, შეერთებული შტატების ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ იზრდება, ხოლო ახალი სატრანზიტო და უსაფრთხოების პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს დასავლური სტრატეგიული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. TRIPP, როგორც უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის გარანტი რეგიონში. მაგრამ ამ ისტორიულ მომენტში "ქართული ოცნება" არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებით მოქმედებს. საქართველოსა (ქართველი ხალხის) და ამერიკის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ეს თანხვედრა ვერ შედგება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ქვეყნის შიგნით აძლიერებს აშშ-ის მოწინააღმდეგე ძალების: ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენებს და პარალელურად დევნის სწორედ იმ პროდასავლურ პოლიტიკურ და სამოქალაქო ძალებს, რომლებიც საქართველოს დასავლურ არჩევანს იცავენ", - ნათქვამია განცხადებაში. ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" მართლაც სურს ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზება, ამის დასადასტურებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. განცხადების თანახმად, ალიანსის მიზანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა. "თუ ბიძინა ივანიშვილს მართლაც სურს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება და არა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენა, მან უნდა დაამტკიცოს ეს შემდეგი ნაბიჯებით, რაც რუბიოს განცხადებაშიც იკითხება: პირველი: ირანული, რუსული და ჩინური გავლენების შეზღუდვა. უნდა დაიწყოს პროირანული, პრორუსული და პროჩინური ქსელების რეალური შესწავლა, დაფინანსების წყაროების გადამოწმება და მათი პოლიტიკური გავლენის აღკვეთა. მეორე: ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. ვერ იქნება პარტნიორობა ვაშინგტონთან მაშინ, როცა ბიძინას ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ყოველდღიურად ესხმის თავს აშშ-ის, ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებს. მესამე: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. მეოთხე: რეპრესიული კანონების გაუქმება: გრანტების კანონი, უცხოური დაფინანსების შეზღუდვები, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმები, ონლაინ გამოხატვის კონტროლის მექანიზმები და სამოქალაქო სექტორზე ზეწოლის ინსტრუმენტები უნდა გაუქმდეს. მეხუთე: ძალადობის ორგანიზებული ჯგუფების განეიტრალება. უნდა გამოძიებულ იქნას ძალადობის დოკუმენტირებული შემთხვევები, იდენტიფიცირებული მოძალადეები და მათი კავშირები სახელისუფლო ვერტიკალთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და უცხო გავლენებთან. ალიანსის ამოცანაა, დაიცვას ქართველი ხალხის რეალური ინტერესი: თავისუფალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება, დასავლურ პარტნიორობასთან დაბრუნება და ისეთი სახელმწიფოს აღდგენა, სადაც მოქალაქე დაცულია, ბიზნესი დაცულია, თავისუფალი აზრი დაცულია და ქვეყანა არ არის ერთი ადამიანის პირადი გარიგებების მძევალი. ალიანსი ქართველ ხალხს ეხმარება იმით, რომ არ აძლევს რეჟიმს შესაძლებლობას, საქართველოს სახელით ივაჭროს დასავლეთთან, ხოლო ქვეყნის შიგნით გააგრძელოს რუსული ტიპის მმართველობა. ნორმალიზაცია გვინდა, მაგრამ არა ივანიშვილის პირობებით; სტაბილურობა გვინდა, მაგრამ არა თავისუფლების ჩახშობის ხარჯზე; ამერიკასთან პარტნიორობა გვინდა, მაგრამ არა იმ რეჟიმის მეშვეობით, რომელიც ამერიკის მეგობრებს დევნის და ამერიკის მოწინააღმდეგეებს აძლიერებს. ალიანსის მიზანი არის, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნოს არჩევანის უფლება და სახელმწიფოს დაუბრუნოს დასავლური კურსი", - აღნიშნულია ტექსტში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)