|
2026-05-13 17:25:35, 327 ნახვა
ეკონომიკა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
„გაიარე მეტი“ - ამ გზავნილით დაწყებულ კამპანიას „თეგეტა მოტორსი“ ახალი, მასშტაბური აქტივობით განაგრძობს. ამჯერად კამპანიის ცენტრში ავტოინდუსტრიის ლიდერი ბრენდის, Bridgestone-ის საბურავებია. გიგანტური საბურავის ინსტალაციამ რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ქუჩა მოიარა და უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მალე ის კონკრეტულ ლოკაციაზე განთავსდება. პროექტის გაფართოება რეგიონებშიც იგეგმება - ინსტალაციები ზაფხულის სეზონზე ქუთაისსა და ბათუმშიც გამოჩნდება. ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანიამ სტარტი ერთი თვის წინ აიღო და ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა. ამჯერად გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ, თუ გინდა „გაიარო მეტი“ უსაფრთხოდ, ამისთვის ავტომობილის სხვადასხვა კომპონენტის გამართული მუშაობაა საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ საბურავია. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ აქტივობის ცენტრში საბურავი ყოფილიყო და პარტნიორ ბრენდად Bridgestone შევარჩიეთ. არჩევანი მსოფლიოს წამყვან ბრენდზე შემთხვევით არ შეგვიჩერებია - საბურავების პრემიუმ მწარმოებელი სწორედ ხარისხსა და უსაფრთხო გადაადგილებასთან ასოცირდება. ინსტალაციის იდეაც, სწორედ ამ გზავნილის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ფორმით გადმოცემას ემსახურებოდა. გვინდოდა, მომხმარებლებისთვის შეგვეხსენებინა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საბურავს უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის – იქნება ეს ქალაქში თუ უფრო გრძელ გზაზე. ამასთანავე, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ „თეგეტა მოტორსი“ არის სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ისეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი, როგორიც Bridgestone-ია, და გაიაროს მეტი უსაფრთხოდ და კომფორტულად“. კამპანიისთვის Bridgestone შემთხვევით არ შერჩეულა. „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 27 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა“ იაპონური პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში. მოგვიანებით კომპანიამ Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსიც მიიღო, დღეს კი ბრენდის უმსხვილეს პარტნიორად მიიჩნევა რეგიონში. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს Bridgestone-ის როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე SUV-ებისა და სატვირთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს. ბრენდის პროდუქტი ინოვაციური ტექნოლოგიებით, გამძლეობით, გზასთან სტაბილური მოჭიდებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა. Bridgestone-ის საბურავები გათვლილია სხვადასხვა სეზონსა და გზის პირობაზე, რაც მძღოლებს კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილზე მგზავრობისას. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსში“ მიიჩნიეს, რომ Bridgestone მათი კამპანიის კონცეფციას ყველაზე ზუსტად გამოხატავს. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსის“ ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი კამპანიაა, რომელიც რამდენიმე სეზონს მოიცავს და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით ავტომობილის მოვლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. კამპანიის ფარგლებში კომპანია მომხმარებლებს ეტაპობრივად შესთავაზებს შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს, ახალ ანიმაციურ კონტენტსა და მასშტაბურ ინსტალაციებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტსა და ავტომობილის კონკრეტულ კომპონენტს დაეთმობა. კამპანიის მთავარი მიზანია, ავტომობილის ტექნიკური გამართულობის კულტურა ყოველდღიურ და აუცილებელ ჩვევად იქცეს, რადგან უსაფრთხო გადაადგილება, როგორც მძღოლებისა და მგზავრებისთვის, ისე ქვეითებისთვის, სწორედ გამართული ავტომობილით იწყება. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)