01:10 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 17:16:40, 402 ნახვა

ეკონომიკა
„როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს“ - თამრი ხურცილავა, „სუხიშვილების“ მოცეკვავე

საქართველოს ბანკი “სუხიშვილების” მთავარი სპონსორია

არსებობენ ადამიანები, რომელთა მოძრაობაც სცენაზე მხოლოდ ქორეოგრაფია არ არის - ეს არის შინაგანი რიტმი, რომელიც სცენას სცდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში გადადის. თამრი ხურცილავა სწორედ ასეთ ისტორიას ატარებს.

მისი მოცეკვავეობისკენ გზა არ ყოფილა მხოლოდ პროფესიის არჩევა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ის ყოველდღე ადასტურებს და ამტკიცებს - დისციპლინით, შრომით და იმ უზარმაზარი ენერგიით, რომელსაც სცენაზე დგომისას მაყურებელს უზიარებს და მათ მხოლოდ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს უტოვებს.

საქართველოს ბანკი, როგორც სუხიშვილების მთავარი მხარდამჭერი, წარმოგიდგენთ თამრი ხურცილავას - ანსამბლის მოცეკვავეს, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება და გვიზიარებს იმას, თუ რა ნიშნავს არ გაჩერება მაშინ, როცა საქმე, რომელსაც აკეთებ, შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა.

“სუხიშვილები” პასუხისმგებლობისა და თავისუფლების სინთეზია, სადაც ვისწავლე, რომ ყველაზე დიდი წარმატება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. როცა ფიზიკურად იცლები, მაგრამ მოძრაობას მაინც აგრძელებ. სწორედ ამ უწყვეტობაში იბადება მეორე სუნთქვა, სადაც ტკივილს თავისუფლება ანაცვლებს. ამ მუხტის გადაცემას ახლა ბავშვებში ვცდილობ. მათში იმ ჟინს ვხედავ, რაც მე მამოძრავებს - აღმოაჩინო საკუთარი თავი ცეკვაში და ამ ფორმით გააგრძელო ქვეყნის ისტორია. სულ ვუმეორებ, რომ არ უნდა გაჩერდნენ, რაც არ უნდა მოხდეს - თავი მაღლა, თვალი მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ” , - თამრი ხურცილავა, “სუხიშვილების” მოცეკვავე.

უფრო მეტისთვის, ნახეთ ვიდეო: https://www.facebook.com/reel/1996338901256142





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics