2026-05-11 10:42:08, 348 ნახვა
მსოფლიო
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
11 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც 13-15 მაისს არის დაგეგმილი.
„ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მოწვევით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 13-15 მაისს ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა“, - ნათქვამია სამინისტროს ვებსაიტზე.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ, ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს ყურადღება გაამახვილოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზაციაზე ჩინეთში ვიზიტის დროს, რომელიც 14-15 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,