|
2026-04-30 16:27:11, 3914 ნახვა
კომენტარი
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
„პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის დაარსებაზე განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კიდევ უფრო გასაკვირია ის, რომ ეს ყველაფერი პოლონეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება. „გულდასაწყვეტია ამ ტიპის ქმედებები, პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. კიდევ უფრო გასაკვირი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მიმართულია იმისკენ, რომ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, რომელიც არის პოლონეთის მეგობარი ქვეყანა, პირდაპირ შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე. შემჩნეულები არიან მტრულ საქმიანობაში, ეს ყველაფერი გულდასაწყვეტია. ალბათ, მოვისმენთ განმარტებას და გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯი, რომ ყველაფერი იყოს დარეგულირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა ბოლო წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ გარედან ჩარევითა და დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ.
„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის ყველაფერი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ვხედავდით, იყო თავსმოხვეული გარე აქტორების ჩართულობით, დაფინანსებით. მათი მხარდაჭერით ხდებოდა ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაციისა და შუღლის გაღვივება. თუკი რაიმე სიბინძურესთან იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გარედან თავსმოხვეული და პირდაპირ დაფინანსებული იყო უცხოური ფონდების ან სახელმწიფოების მხრიდან. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, იგივე თუნდაც რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვხედავთ, ვაკვირდებით, შესაბამისი სამსახურები არიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ იმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ გარედან ჩარევებითა და დაფინანსებით, საქართველოში მოაწყონ დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)