22:16 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-11 14:25:59, 393 ნახვა

სამართალი
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. -  ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს.

ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” დაუდასტურა, რომ ზვიადაურმა ციხე 2026 წლის მარტში, შეთანხმების პირობების შესაბამისად დატოვა.

საბოლოოდ, სპორტსმენს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და 5 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

ზვიადაური 2025 წლის 17 სექტემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა.

რაც შეეხება 2021 წელს მომხდარ მკვლელობის საქმეს, კოტრიკაძის ინფორმაციით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი მომდევნო კვირისთვის გადაიდო.

მისი თქმით, დაცვის მხარე ნეიტრალური კანდიდატების შერჩევას ცდილობს, ხოლო ბრალდების მხარე კრიტიკულად განწყობილი მსაჯულების პროცესში ჩართვას უჭერს მხარს.

მისივე შეფასებით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დასრულების ეტაპზეა და საქმის განხილვა სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics