|
2020-03-26 14:24:27, 6653 ნახვა
ომი უკრაინაში
ირაკლი სესიაშვილი - მოტივირებულნი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ
ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ - ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ მარნეულის ტერიტორიაზე მყოფი მოწყვლადი მოსახლეობის პროდუქტით მომარაგება გრძელდება. „ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლს და ასევე, მაქსიმალურად დაცულია მათი ჯანმრთელობა, სპეციალისტების რჩევების მიხედვით. მეც გავიარე ყველა პროცედურა, სანამ გავეცნობოდი მათ საყაზარმო პირობებს. მინდა, მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი იმიტომ, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა და ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ იმედიანად ვართ. ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ. ვინაიდან არ მაქვს შესვლის უფლება, მინდა აქედან გავამხნევო ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. ათასობით მოსახლეობის შემოწმება ხდება, ასევე ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები, ხდება მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა პროდუქტით და სხვა საჭიროებებით. ამიტომ მინდა ისინი გავამხნეო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ამ ვირუსზე გამარჯვება,“ - განაცხადა სესიაშვილმა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)