23:30 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-08 11:15:54, 592 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველო უნდა გაერთიანდეს არა დაპირისპირების, არამედ მეგობრობის ხარჯზე

„საქართველო უნდა გაერთინდეს არა დაპირისპირების, არამედ სიყვარულის და მეგობრობის ხარჯზე“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა,სადაც  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო. 
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომში დაღუპულმა გმირებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ქართული სახელმწიფო შეინარჩუნეს. 
„ჩვენ ვიხსენებთ გმირებს, ვინც ქართული სახელმწიფო თავისი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა. ვიხსნებთ და კიდევ უფრო ღრმად ვფიქრობთ იმ შეცდომებზე  რაც იქნა დაშვებული, კიდევ უფრო  ღრმად ვფიქრობთ იმაზე რაც არის  გასაკეთებელი.  საქართველო იქნება მთლიანი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ამას გავაკეთბთ არა ადამიანების სიცოცხლის ფასად, არამედ იმ ერთიანი პოლიტიკით, რომელშიც უნდა ვიყოთ გაერთიანებული აბსოლუტურად ყველა. განურჩევლად იმისა, რომელ კოალიციას და პარტიას მივეკუთვნებით.  საქართველო უნდა გაერთიანდეს არა დაპირსპირების, არამედ სიყვარულის, მეგობრობის ხარჯზე და ფასად. ეს პროცესი აუცილებლად წარმატებული იქნენა’,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics