|
2020-03-23 15:56:09, 1673 ნახვა
საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს პარტიაში შეიქმნა ე.წ. შტაბი, რომელიც ხელისუფლებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში დაეხმარება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პარტიაში სპეციალური შტაბი შეიქმნა, რომელიც ხელისუფლებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში დაეხმარება. როგორც მან აღნიშნა, ახლა ნამდვილად არ არის პოლიტიკური ქულების და პოლიტიკური ეგოიზმის დრო. ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს მოქალაქეები ბედის ანაბრად არ დარჩნენ. „ჩვენი სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. განსაკუთრებით მარნეულის ინციდენტის შემდეგ. დღეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლისთვის საჭიროა მთლიანად ერის გაერთიანება, სოლიდარობა და თანადგომა. ამის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ დავძლევთ. ამიტომ, მინდა განვაცხადო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს ხელისუფლების ყველა წინმსწრებ, მკაცრ და გონივრულ ნაბიჯს. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს ხელისუფლების საგანგებო უფლებამოსილებას და საგანგებო პასუხისმგებლობას. ამიტომ, წინმსრები, ძალიან კარგად მოფიქრებული, მაგრამ მკაცრი ზომები დღეს აუცილებელია. ნიაღვარით მოდის შეტყობინებები ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოდან და ქალაქებიდან იმაზე, რომ თავშესაფარისა და შემოსავალის გარეშე დარჩენილია ადამიანები, ზოგი მათგანი აეროპორტშია, ზოგი ქუჩაში, ზოგი მათგანი თავშესაფარის ძიებაშია ჩარჩენილი. ახლა ლაპარაკი აღარ არის ჩარტერულ რეისებზე, მითუმეტეს კომერციულ რეისებზე. ახლა საჭიროა სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ამისათვის საჭიროა მობილიზება იმ ავიაპარკის, რომელიც სახელმწიფოში გვაქვს და რომ საქართველოს მოქალაქეები სასწრაფოდ იყვნენ ჩამოყვანილები. ეს ადამიანები ბედის ანაბარად არიან მიტოვებულები. იმისთვის, რომ ხელისუფლებას დავეხმაროთ ჩვენ პარტიაში შეიქმნა შტაბი. ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება საზღვარგარეთ, ვთხოვ დაგვირეკონ შემდეგ ნომრებზე: 558 885 929, 588 885 919, 577 123 400 ან შემოიფარგლონ Whats app-ის ან Viber-ის სმს შეტყობინებით და მოგვწერონ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ადგილსამყოფელი ქვეყანა და რამდენი ხანია, რაც იქ იმყოფებიან. ვეცდებით, ტელეფონის ზარით ან სხვა შეტყობინებით გავცეთ პასუხი. შემდეგ შეგროვებულ ინფორმაციას გადავცემთ ხელისუფლებას. ეს ჩვენი მხრიდან დახმარება არის. ახლა ნამდვილად არ არის პოლიტიკური ქულების და პოლიტიკური ეგოიზმის დრო. ყველამ უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს მოქალაქეები ბედის ანაბრად არ დარჩნენ. ვიცი რა დღეში იქნებიან ჩვენი საელჩოს და საკონსულოს წარმომადგენლები. ამიტომ, ვეცდებით, რომ დავეხმაროთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზელენსკიმ არჩევნების შემდეგ რუსეთში მობილიზაციის ორი ტალღის შესახებ განაცხადა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)