|
2020-03-23 12:13:40, 1243 ნახვა
საზოგადოება
მარნეულის მაჟორიტარი - მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ნავერიანის განცხადებით, ამ დროისათვის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება ბოლნისის და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, მარნეულში სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა პროცესს შეგნებულად ხვდება. მისი თქმით, რაიონში ყველაფრისთვის მზად არიან. „ვიმედოვნებ, რომ მოსახლეობაში განწყობა დღის ბოლოსთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება. სასწრაფოდ რომ მოხდა რაიონის გადაკეტვა, ამან ცოტა აღელვება გამოიწვია, მაგრამ სიტუაცია უკვე ნორმალიზდება და მოსახლეობა ამ პროცესს შეგნებულად ხვდება", - განაცხადა თამაზ ნავერიანმა, რომელსაც რაიონი მთელი ღამის განმავლობაში არ დაუტოვებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ათი ჯგუფია მობილიზებული რათა გავიდეს ადგილებზე და მოსახლეობას მოუწოდოს იმ დირექტივების შესრულებისკენ, რომლებიც მთავრობამ გასცა. როგორც თამაზ ნავერიანმა აღნიშნა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან აქვთ მუდმივი კავშირი და წუთი წუთზე ელოდებიან აღნიშნული ჯგუფებისათვის შესაბამის აღჭურვილობას. „ორი ადამიანი უკვე მოთავსებულია კარანტინში, გადმოყვანილი არიან თბილისში. ნორმალური ვითარებაა იმ მიმართულებით, რომ საველე ჰოსპიტლის მოწყობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ჩვენ ყველა, ადგილობრივი ხელისუფლება, მოხალისეები, არაფერს ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, ყველას თავისი დავალება აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება კვების პროდუქტების სუპერმარკეტებს, ისინი მუშა რეჟიმში არიან. ერთ ადამიანს ოჯახიდან, შეუძლია მივიდეს სასურსათო მაღაზიაში საჭიროებისამებრ", - განაცხადა თამაზ ნავერიანმა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)