|
2020-03-23 11:50:27, 1337 ნახვა
საზოგადოება
თეგეტა მოტორსმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე
თეგეტა მოტორსმა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გაითვალისწინა რა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს საცალო სერვისები და სრულად გადაერთოს სახელმწიფო, სამედიცინო, სადისტრიბუციო და კორპორატიული ავტოტრანსპორტის სერვისზე. შექმნილ ვითარებაში, ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის ოპერატიული ტექნიკური მხარდაჭერა გავუწიოთ სპეცდანიშნულების ტრანსპორტს, რომლის გამართულ ფუნქციონირებას დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თეგეტა მოტორსის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭირო რესურსები და მაღალ პროფესიონალური გუნდი იძლევა საშუალებას სრული დატვირთვით 24 სთ-იან რეჟიმში მოვემსახუროთ ზემოაღნიშნული კატეგორიის ტრანსპორტს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სერვისცენტრების სადეზინფექციო სამუშაოები და ასევე, სრული დეზინფექცია უტარდება თითოეულ შემოსულ მსუბუქ თუ სატვირთო ავტომობილს. #თეგეტაშენთანერთადსაქართველოსთვის
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)