12:31 - 12 Aug, 2026
|
2020-03-22 13:34:59, 1345 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - თქვენ გეუბნებიან, შორს შორს დადექითო, რაც იოლი შესასრულებელია, მთავარია არ დავშორდეთ უფალს
,,თქვენ გეუბნებიან, შორიშორს დადექითო, ეს მცირე საშუალებაა, რომელიც მოგვცა უფალმა, მთავარია უფალს არ განვშორდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
,,აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს აი, ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, აი, ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარით, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. გმადლობთ უფალს,რომ უფალი ასეთი მოწყალეა.
ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მართლცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებით არის ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ დავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ, აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა აღმავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


,,თქვენ გეუბნებიან, შორიშორს დადექითო, ეს მცირე საშუალებაა, რომელიც მოგვცა უფალმა, მთავარია უფალს არ განვშორდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
,,აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს აი, ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, აი, ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარით, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. გმადლობთ უფალს,რომ უფალი ასეთი მოწყალეა.
ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მართლცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებით არის ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ დავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ, აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა აღმავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)