21:21 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 18:19:32, 1354 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია საგანგებო მდგომარეობაზე - რადგან საუბარია ერთ თვიან ვადაზე ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ

„რადგან საუბარია ერთთვიან ვადაზე ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ", - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, აუციელებლია ამ ვითარებაში ხელისუფლებამ ეკონომიკური სტრატეგია წარადგინონ, რაც შეამცირებს კორონავირუსის გავლენას ეკონომიკაზე.

„ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ ვითარებაში და, რა თქმა უნდა, ახლა ამას მხარს დავუჭერთ. ჩვენი პრინციპული პოზიცია იყო, რომ იყოს განსაზღვრული დრო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს ექსკლუზიური უფლებები რაღაცა რისკებთან შეიძება იყოს დაკავშირებული. რადგან საუბარია ერთთვიან ვადაზე ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და მნიშვნელოვანია ხელისუფლება როგორ გამოიყენებს ამ ექსკლუზიური უფლებებს, ჩვენ უნდა ვნახოთ ძალიან მკაფიო სტრტეგია კორონავირუსთან ბრძოლის, მათ შორის ეკონომიკური სტრატეგია და ეს ის საკითხია სადაც ჩვენ მზად ვართ არა უბრალოდ ვილაპარაკოთ არამედ ხელისუფლებას შევტავაზოტ გამოსავალი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics