|
2020-03-20 18:20:44, 1247 ნახვა
საზოგადოება
„TV პირველის“ ანგარიშს ინკასო დაედო
„TV პირველის“ ანგარიშს ინკასო დაედო, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დამფუძვნებელი, ვატო წერეთელი ავრცელებს. როგორც წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ბიზნესი წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დგას, აღნიშნული გადაწყვეტილება გამაოგნებელია. "არსებობს რაღაც, რასაც ალბათ ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს ! მაშინ, როცა ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის ! მაშინ, როცა ბიზნესს წარმოუდგენელი გამოწვევები აქვს ! მაშინ, როცა არავინ იცის, რა ელოდება ამ ქვეყნის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას ! მაშინ, როცა ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სასწორზე დებენ, რომ მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდონ. ინფორმაცია, რომელიც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წამალი ! მაშინ, როცა ერთიანობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ! ტელეკომპანია ,,პირველს" ისევ ინკასო დაადეს ! გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის ! ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია ! გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ", - წერს ვატო წერეთელი.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)