|
2020-03-19 15:35:51, 1094 ნახვა
საზოგადოება
„ევექსის“ ქსელის დირექტორი - ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტებისთვის 300-დან 400 საწყობამდე გამოვყოფთ
„ევექსის“ ქსელის დირექტორის, გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, საავადმყოფო მზადაა ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტებისთვის 300-დან 400 საწყობამდე გამოყოს. მისი თქმით, „ევექსის“ კლინიკა დღევანდელ გამოწვევასთან სრულ მზადყოფნაშია. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს და ყველა მედპერსონალს, ვინც ახლა დგას და მუშაობს იმ ადგილას, სადაც მუშაობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვთცლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ასეთი გამოწვევები სახელმწიფომ და კერძო სექტორებმა მაქსიმალურად კოორდინირებულად დაამარცხოს. ეს არის რეალურად გასაღები ამ წარმატების და დღევანდელი შეხვედრაც ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად იმუშავოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ასევე, კერძო სექტორმა, რათა ერთად გავუმკლავდეთ დღევანდელ გამოწვევას ქვეყანა. „ევექსის“ საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია იმ მოცემულობებთან , რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. მიმდინარეობს ინტენსიური გადამზადებები და ტრენინგები, რათა ყველა ჰოსპიტალში თუ მოხვდა ასეთი პაციენტი, იმართოს ძალიან სწორად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ტრიაჟი და პაციენტის სწორი მართვა. ამაზე აქცენტი ყველა საავადმყოფოშია გაკეთებული. მიმდინარეობს უწყვეტი ტრენინგები. რაც შეეხება დამატებითი მოცულობების გამოყოფას, ჩვენ წინა კვირასაც გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით და მზად ვართ პირველ ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში 300-დან 400 საწყობამდე გამოვყოთ ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოემსახურება უშუალოდ ამ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)