22:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 15:24:02, 1226 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ადამიანებში, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრამა ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ეტაპის გამოცხადება აუცილებელი.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეში 2000-მდე ადამიანია მოთავსებული და ელოდებიან, რომ მათგან კორონავირუსის ინფიცირების რიცხვი გაიზრდება და ამიტომ მიმართეს ამ ზომებს.

"ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ გვაქვს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებული, არ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენთვის აუცილებელია მივსდიოთ რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცია.

ჩვენი პროგნოზი ეფუძნება, პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ისინი ამ ეტაპზე საკარანტინე და საიზოლაციო სივრცეში იმყოფებია, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ამ მოქალაქეების რიცხვის ზრდას ველოდებით. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით შემდეგი პაციენტების მიღებისთვის", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics