|
2020-03-19 10:16:08, 995 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფები. ჯგუფის წევრებს გავლილი აქვთ უსაფრთხოების შესაბამისი ტრენინგები. ისინი სპეციალური სადეზინფექციო-სადისპერსიო აღჭურვილობითა და შესაბამისი ეკიპირებით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებენ. რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა და შესაბამისი ხსნარებით დამუშავდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის რუსთავის ფილიალის შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები. ასევე, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს სამუშაო სივრცეები, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრები. დეზინფექცია ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების შენობების სრულ პერიმეტრზე, მათ შორის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგულარულად ჩატარდება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)