15:18 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 15:21:07, 1407 ნახვა

საზოგადოება
პრემიერის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს ბიზნესთან კომუნიკაციას, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები არ გაიზარდოს

პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს კომუნიკაციები ბიზნესთან, რათა 7 ძირითად პროდუქტზე ფასები იქნას შენარჩუნებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ქვეყანას აქვს საკმარისზე მეტი მარაგი, რომელიც პერმანენტულად ივსება.

"გვაქვს პოზიტიური დინამიკა და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისზე მეტი მარაგი, მარაგები ივსება პერმანენტულად, თუმცა გართულებულმა ამინდმა და გზებზე არსებულმა სიტუაციამ, შესაძლოა საზღვარზე გარკვეული შეფერხებები გამოიწვის, რომელიც მაქსიმუმ 2 დღეში იქნება ამოწურული, მაგრამ ჩვენ გვაქვს პერმანენტული კომუნიკაცია გაყიდვების სექტორში მოქმედ ბიზნესსუბიექტებთან და შესაბამისად დიდ გამოწვევებს არ ველოდებით. პრემიერ-მინისტრის მხრიდან იქნა გაცემული დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს ბიზნესთან კომუნიკაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics