18:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 01:31:51, 2135 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.რ. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცავებმა მისი ცოლის - ლ. კ. - ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს.
ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, მიმდინარე წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, გ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გ.რ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა გ.რ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი  ნაწილით მიმდინარეობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics