06:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 19:51:08, 550 ნახვა

საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე დამწვარ შენობაში დაკარგულებს ეძებენ

შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე დამწვარ საწყობში მეხანძრე–მაშველები დაკარგულებს ეძებენ. 
გავრცელებული ინფრომაციით, ხანძრის დროს 3 ადამიანი დაიკარგა.  
„არ არის გამორიცხული, რომ შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ. მეხანძრეები საწყობში შესულები არიან და დაკარგულებს ეძებენ“, – აღნიშნა ქაწაშვილმა. 
 ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ერთ–ერთ საწყობს გაუჩნდა. შედეგად, სულ 5 ადამიანია  დაშავებული.  მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია 25 სახანძრო–სამაშველო სამსახური. ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics