19:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 16:55:00, 2557 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძე - უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დასახელდა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას.

„ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას. ეს იქნება იმ პროცესის დასარული, რომელიც დაიწყო ერთი წლის წინ, როდესაც გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ რომ ჩაეჯიბებინა უზენაესი სასამართლო.მე მართლა დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რომ ცუდი სამოყვარულო თეტრის სპექტაკლს ვესრწებოდი, რადგან ცხადი იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. ყველას შორის თანმხმობა შედგა და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. ქებათა ქება იყო შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგაძის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics