21:18 - 12 Aug, 2026
|
2020-03-07 21:00:00, 2659 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა - პაციენტი თბილისის გარე სტანციონარშია
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა. "შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იყო იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. ნიკა გამყრელიძეც ამ სამ პირთაგან ერთ-ერთია", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში. კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო სამი - იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი. მეცამეტე დაინფიცირებულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)