|
2020-03-07 18:36:50, 2791 ნახვა
საზოგადოება
ხვთისიაშვილი: საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რომის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, ამჟამად დამაკმაყოფილებელია. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე იტალიის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან. „იმ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც მკურნალობს რომის ერთ-ერთ კლინიკაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას გადის ისეთივე მეთოდით, როგორც იტალიის და სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეები. საელჩო 24 საათიან კომუნიკაციაშია ამ ადამიანთან. მივაწოდეთ შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთები. ასევე მუდმივად ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოკითხვა. საელჩო კომუნიკაციაშია არა მარტო მასთან, არამედ კლინიკასთან და იტალიის სხვა შესაბამის სამსახურებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ და ამ კუთხით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ჩვენი ინფორმაციით, როგორც გითხარით, ჩვენი მოქალქეები და საელჩო მუდმივ კავშირზე არიან ერთმანეთთან , ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა მოქალაქეს აქვს სიმპტომები ან აღენიშნება ეს ვირუსი. ჯერჯერობით მდგომარეობა ამ კუთხით არის დამაკმაყოფილებელი. როგორც აღვნიშნე, მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან“, - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. როგორც ცნობილია გუშინ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ავიამიმოსვლა შეჩერდა იტალიის რესპუბლიკასთან, მთავრობის გადაწყვეტილებითვე საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც უკან დასაბრუნებელი ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი ჰქონდათ გაუქმებულ რეისებზე, მათ დაბრუენბას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)