|
2020-03-06 17:56:39, 1767 ნახვა
საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები იწყება
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ხვალიდან ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები იწყება. სამუშაოები ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება, რაც დაახლოებით, 350 მეტრია. პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები, გაზსადენი, ამის შემდეგ კი ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაახლოებით, ორი თვე გაგრძელდება. კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი უკვე დასრულდა. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, ხვალიდან საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა შეიცვლება. დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება; ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება); ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება - მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები; ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა მხოლოდ მარცხნივ მოხვევით იქნება შესაძლებელი; ი. აბაშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოსახვედრად ტრანსპორტი არაყიშვილისა და კავსაძის ქუჩებს გაივლის. ჭავჭავაძის გამზირიდან აბაშიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ბერძენიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით; რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს - ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, ასევე, არაყიშვილის ქუჩიდან პირდაპირ მოძრაობით; ავალიშვილის ქუჩაზე ავტომობილები ორმხრივად იმოძრავებენ. რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, N21, N51, N61, N85, N87 ავტობუსები და N170 მიკროავტობუსი, რომლებიც კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით მიშველაძის ქუჩას უკავშირდებოდნენ, მეოთხე ეტაპის სამუშაოების პერიოდში მიშველაძის ქუჩას ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე მიშველაძის ქუჩიდან, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მოხვდებიან. ბაგებიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები - N9, N59, N140 და ახალი მარშრუტი ბაგები - მ/ს „დელისი“, ასევე, მიკროავტობუსები N32, N126 და N202, ბაგებიდან მოძრაობისას თამარაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის ტერიტორიის ნაცვლად, გიორგი წერეთლის ქუჩის გავლით მოხვდებიან, ხოლო შემდეგ მოძრაობას ამჟამად დადგენილი დროებითი სქემით გააგრძელებენ. ავტობუსები N9, N59 და N137 მიკროავტობუსი, რომლებიც თამარაშვილის ქუჩის შემდეგ მიშველაძის, აბაშიძისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებოდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან; N83 ავტობუსი და მიკროავტობუსები - N4, N15, N44, N73, რომლებიც თამარაშვილის ქუჩიდან აბაშიძის ქუჩაზე ვაკის პარკის მხრიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და მიშველაძის ქუჩის გავლით ხვდებოდნენ, სამუშაოების პერიოდში აბაშიძის ქუჩას თამარაშვილის ქუჩიდან, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ავალიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან. ყველა დანარჩენი მარშრუტისთვის (N34, N88) სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების დროს დადგენილი სქემა უცვლელი დარჩება.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)