11:31 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 11:10:01, 1952 ნახვა

ეკონომიკა
ლევან მეხუზლა - ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია აშშ-ში, სადაც მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ნიუ-იორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მსოფლიოს ყველაზე დიდ ღვინის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის  წარდგენის შესაძლებლობა საქართველოდან 12 კომპანიას მიეცა, რაც ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „მარქ ენერჯის“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, რომელმაც შეხვედრები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. მისი განცხადებით, მსგავს მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა,  ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციას, ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას აშშ-ში.

„ნიუ-იორკის „ვინექსპოში“ მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ახალ ტენდენციებსა და გამოწვევებს მსოფლიოს ღვინის ბაზარზე, მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები. ქართული ღვინო არის მაღალი ხარისხის და კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ხარისხის სტაბილურობა არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ ქართული ღვინის სხვა ბაზრებზეც“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე ბოლო 5 წელია სტაბილურად მზარდია: 2019 წელს საქართველოდან  ექსპორტირებული იყო 700 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც თითქმის 50%-ით აღემატებოდა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ბოთლის საშუალო საექსპორტო ფასი 5,1 აშშ დოლარია.

გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი დაესწრო. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დიპლომატიური უწყების ორგანიზებითა და ხელშეწყობით, ბოლო წლებში ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics