|
2020-03-02 15:06:24, 1431 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე - ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გადაგზავნილია 14 ახალი ნიმუში, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 14 ახალი ნიმუშია გადაგზავნილი, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში 97 ადამიანი. „საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, თებერვლის განმავლობაში არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, საიდანაც სამია დადასტურებული, რომლებიც მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. სამივე მათგანი მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა. ამავე დროს, დღეს პარალელურად კარანტინულ იზოლაციაში 97 ადამიანია მოთავსებული და ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა. დღეს დილას ლუგარში კიდევ შემოვიდა 14 ნიმუში გამოსაკვლევად, ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, რომელთა პასუხები იქნება დღის მეორე ნახევარში“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძირითადი რეკომენდაციები უცვლელი რჩება. „ზოგადად, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. მოგეხსენებათ, გახანგრძლივდა სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების არდადეგები, მოწოდება გვქონდა, რომ დიდი თავშეყრის ღონისძიებებს მოვრიდებოდით, თეატრებმა და დიდი თავშეყრის ადგილებმა შეაჩერეს მუშაობა. მიმდინარეობს მათი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შესაბამისი ჰიგიენური დამუშავება. ჩვენი ძირითადი რეკომენდაციები რჩება კვლავ იგივე. ძირითადი რეკომენდაციაა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში, რომლებსაც მიეკუთვნებიან: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია, მაგრამ, მოგეხსენებათ ისიც, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სერიოზულად მოიმატა ინფიციქრებულთა რაოდენობამ და გადააჭარბა 100-ს გერმანიასა და საფრანგეთში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)