|
2020-02-28 18:22:25, 1863 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ბმა-ს ფარგლებში კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, 30 მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სადარბაზოს დაზიანებული კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამუშაოები სამ მისამართზე ხორციელდება. უმოკლეს დროში კი, დაახლოებით 15 მისამართზე დაიწყება. ასევე, კიბეების რეაბილიტაციის სამუშაოები ილორის ქუჩა N28 კორპუსის I, II, III სადარბაზოებში მიმდინარეობს, სადაც სრულად შეიცვლება კიბე, ფილები და მოაჯირები. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 29 412 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში“ შეტანილი ცვლილებები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელთა შორის სახურავის, ლიფტის, წყალარინების შიდა და გარე ქსელების რეაბილიტაცია, ასევე, ოთხ სართულამდე შენობის ან/და მისი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საპროექტო სამუშაოები შედის, გამგეობა კვლავ 100%-ით აფინანსებს. დაფინანსების მიღების პარალელურად, საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის (სახურავის, წყალარინების ქსელის, ლიფტის, სართულშუა ნაპრალების ამოვსება და შენობის გამაგრება) რეაბილიტაციის დროს ამხანაგობა ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5% შეაგროვოს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო სარგებლობის ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. რაც შეეხება სარგებლობის დანარჩენი ინფრასტრუქტურის (კიბე, სადარბაზო, კარი) რეაბილიტაციას, ამ შემთხვევაში, ამხანაგობამ ანგარიშზე სამუშაოების ღირებულების 10% უნდა განათავსოს და აღნიშნული თანხა კვლავ საერთო ქონების მოწესრიგებას მოახმაროს.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)