|
2020-02-28 13:58:20, 988 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება
28 თებერვალი-2020 - საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური. პროგრამის მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციის პერიოდს, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გამარჯვებულები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე დასასწრებად, რომელიც წელს პრაღაში გაიმართება. „Impact Hub Tbilis-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ. „საქართველოს ბანკი როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ ახალი გამოწვევები, ხელი შევუწყოთ მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში. მივცეთ მათ შესაძლებლობა, გამოცდილი მენტორების დახმარებითა და ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი ინოვაციური პროექტები“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)