16:04 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 03:34:41, 1017 ნახვა

საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიანში იოსებ სტალინის მონუმენტი აღმართეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიანში იოსებ სტალინის მონუმენტი აღმართეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ზიკილიაში სტალინის მონუმენტი სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე დგას და ცენტრალური გზიდანაც ჩანს.

რკინის კონსტრუქცია სოფელში პირველად სტალინის 100 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის დაახლოებით სამი წლის წინ ქარმა ჩამოაგდო, აღდგენა კი აქამდე ვერ შეძლეს.

„დაახლოებით ერთი თვის წინ გავაკეთეთ, ფული შევაგროვეთ სოფელმა. ვისაც არ მოსწონს ნუ შეხედავს. არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩამოხსნან. ეგ ერთი კაცი გვყავდა მსოფლიოში, ახლა რომელია ასეთი კარგი მითხარით“,-ამბობენ ადგილობრივები.

სოფელში მერის წარმომადგენლი გრიგოლ ღამბაშიძე ამბობს, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics